აბაშიძე: ნატოსთნ თანამშრომლობა – ჩვენი სუვერენული უფლებაა

abashidze11ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ  ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ რუსი დიპლომატის განცხადება შეაფასა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს.

„როდესაც მესმის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მუქარის შემცველი განცხადებები, სიმართლე გითხრათ მეუფლება უხერხულობა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს.

თუ ეს არის რაღაც ძლიერების დემონსტრირება, მაშინ მე ვფიქრობ საპირისპირო შედეგს აღწევენ. ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენ ეს კიდევ გავიმეორეთ. ვთქვით ცალსახად, რომ აქ დისკუსიაში ვერ შევალთ ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ამაზე უნდა ვისაუბროთ.

ზოგადად ასეთია ჩვენი პასუხი, რომ ეს არის ჩვენი სუვერენული არჩევანი და სუვერენული უფლება. ამაზე იქეთ არ მივდივართ. კარასინმა ისაუბრა შეხვედრაზე ჩვენს ურთიერთობაზე ნატოსთან. მას ეს ადრეც გაუკეთებია და არა მხოლოდ აქ, არამედ სხვაგანაც. შესაძლებლობებს ყოველთვის მაქსიმალურად იყენებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ პრაღაში ამ თემაზე დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებთ.

აქ განსახილველი არ არის ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ მიმართული არაა. ამით შემოიფარგლება ხოლმე საუბარი და ამჯერადაც ასე იყო“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments