მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღების 1 133 მსურველი დაფიქსირდა

დაკავშირებული სურათიმრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრის შემდეგ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ამ დრომდე 1 133-მა მშობელმა მიმართა.

უწყების ცნობით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 82 პირს უკვე დაუდგინდა, მათ შორის, 55 დედას და 27 მამას. 1 051 განაცხადი კი განხილვის ეტაპზეა.

საქართველოს მთავრობის N212 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:

  • საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან ნაშვილები;
  • სტატუსის დადგენისთვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს, როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.

image_pdfimage_print

Comments

comments