“მე დავრჩები გუნდში” – დავით სერგეენკო მინისტრის პოსტს ტოვებს

Похожее изображениеდავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, განცხადებას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გააკეთებს.  როგორც სერგეენკომ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას წინ კონსულტაციები უძღოდა.

„გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ.

მე დავრჩები გუნდში, რადგან ეს გუნდი ჩემთვის არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისთვის, არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ, მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ვიმუშაო ამ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

image_pdfimage_print

Comments

comments