€92 მილიონი და $62 მილიონი – ახალი სესხი საქართველოს მთავრობისთვის

ევრომსოფლიო ბანკი საქართველოს სასესხო ხელშეკრულებით 90 მლნ ევროს და 62 მლნ დოლარს გადასცემს. ხელშეკრულებას დღეს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა მოაწერეს.

Imedinews-ის ინფორმაციით, თანხა განათლებისა ენერგეტიკის სექტორში დაიხარჯება, უფრო კონკრეტულად 90 მილიონი ევრო “ინოვაციების ინკლუზიური განათლების და ხარისხის” პროექტის განსახორციელებლად მიემართება.

განათლების სექტორში გამოყოფილი თანხის დაახლოებით 70% ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება მათ შორის ახალი სკოლების მშენებლობას და ძველი სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაციას. რაც შეეხება 62 მილიონ ამერიკულ დოლარს ეს თანხა რამდენიმე პროექტს მოხმარდება, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერებას, საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის ფინანსურ გაჯანსაღებას და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოების მხარდაჭერას.

image_pdfimage_print

Comments

comments