ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, მას სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძე შეცვლის

Картинки по запросу ირაკლი კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. გაუქმდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიშნული ღონისძიებები, მათ შორის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.

აქვე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვათ ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.”– აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.

გუშინდელ ინციდენტს ასევე “შეეწირა”  ზაქარია ქუცნაშვილის  სადეპუტატო მანდატი. “ქართული ოცნების” დეპუტატმა  თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა.

„მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, თუ ზაქარია ქუცნაშვილი 15 ივლისამდე პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის #38 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.

image_pdfimage_print

Comments

comments