საქართველოს ოლიმპიური ნაკრები საზეიმო გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა


მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. საზეიმო ცერემონია მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გამოვიდა. გუნდის მედროშე წლევანდელ ტურნირზე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყო.

მინსკი 21-დან 30 ივნისის ჩათვლით, 2019 წლის ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება მეორედ იმართება და მასში მონაწილეობას 4000-მდე სპორტსმენი მიიღებს. სპორტის 15 სახეობაში მედლების 199 კომპლექტი გათამაშდება.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას 10 სახეობაში 61 სპორტსმენი დაიცავს.