რა მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას ნაციონალების ოპოზიციური ერთობა?

Картинки по запросу ძალა ერთობაშია გრიგოლ ვაშაძენაციონალების ოპოზიციური ერთობის ლიდერები ხელისუფკებას 4 პირობას უყენებენ და აღნიშნავენ, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არის საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკოსების და ყველას გამარჯვება, თუმცა ეს არ არის ბრძოლის დასასრული.

“ის რაც დღეს მოხდა არის მთლიანად საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი თავისუფლებისმოყვარული ახალგაზრდების და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი, მაგრამ ბრძოლა იმისათვის რომ საქართველო გადაიქცა სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად ჯერ არ დამთავრებულა.

ამისათვის გადასადგმელია რამდენიმე ნაბიჯი:

1 თანამდებობიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი რომელმაც გაბედო და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე,

2 აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული რომელსაც სრულიად დაჩქარებული სტალინისტური მეთოდებით დაკავება შეუფარდეს,

3 აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე

4 სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი იმისათვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილებები”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოების აზრი უნდა გაიგონ, იმ საზოგადოების, რომელიც დღეს 19:00 საათზე ისევ შეიკრიბება.

image_pdfimage_print

Comments

comments