პროტესტის ნიშნად საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა ევროსაბჭოს დარბაზი დატოვეს

Картинки по запросу ევროსაბჭოგვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა. საპარლამენტო ასამბლეის მთავარ დარბაზში სხდომაზე დასასწრებად რუსი დეპუტატები დილას გამოცხადნენ და სპეციალური საშვები აიღეს. დელეგაციაში 30 დეპუტატია.

უკრაინელმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი დატოვეს.  დარბაზი დატოვეს აგრეთვე ქართული დელეგაციის წევრებმაც. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე კენჭისყრა შედგება. მათ  წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაკისრებას ითვალისწინებს. პროცედურების თანახმად, კომიტეტს 24 საათი აქვს პროექტის განსახილველად.

უკრაინელი დეპუტატები ამბობენ, გუშინდელი კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე ცვლილებებს არ ელოდებიან და პროცედურულ ომზე საუბრობენ.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.

image_pdfimage_print

Comments

comments