ბულბულის გალობა

 საქართველოშო გვხვდება ბულბულს 2 სახეობა.  ჩვეულებრივი ბულბულის სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება.

სამხრეთული ბულბული მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.

 

image_pdfimage_print

Comments

comments