ალასკაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა


Похожее изображениеაშშ–ს მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, არქტიკული წრის შემადგენლობაში არსებულ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება.

ალასკაზე ბოლოს ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1969 წლის 14 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ბოლო წლებში ალასკაზე ჰაერის ტემპერატურა სულ უფრო მატულობს. როგორც ბუნების დამცველები აცხადებენ, კლიმატის ცვლილებამ ბუნებრივი ჯაჭვი დაარღვია. მათი განცხადებით, ოკეანეში ტემპერატურის მატებასთან ერთად ასობით სახეობის თევზმა რეგიონი დატოვა. წყლის ბინადრებით კი, ალასკაზე მცხოვრები ფრინველები იკვებებოდნენ. შედეგად, ბოლო წლებში რამდენიმე ასეული ფრინველი დაიღუპა.