“იმედია, არ გვექნება სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასთან”

Картинки по запросу ლევან დავითაშვილიარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ფერმერებისგან მოისმინა კონკრეტული წინადადებები და მათ მხრიდან იყო ლეგიტიმურად დასმული საკითხი, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება ისეთ ბაზრებთან, სადაც გვაქვს ინტენსიური კავშირები.

„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ჩვენ ამ საკითხს არ ვეხებით, მაგრამ შევძელით ინტენსიური სავაჭრო ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების დამყარება და კავშირების აღდგენა.

ჩვენი დიდი იმედია, რომ არ გვექნება სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასთან. შევძლებთ, გავაგრძელოთ სავაჭრო ურთიერთობები მათ შორის, ღვინის სფეროში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქცია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატულ კავშირზე დაფუძნებული, იყოს ემოციებისგან დაცლილი და იყოს ექსპერტული. ჩვენი მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვებიან ის კომპეტენტური უწყებები, რომელთაც საექსპერტო პოტენციალი აქვთ. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადეკვატურად იქნება აღქმული, სადაც ჩართული იქნებიან შესაბამისი ტექნიკური სტრუქტურები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ასევე აგროტურიზმი სხვადასხვა მიმართულებით.  იმ შემთხვევაში, თუ ატმის რეალიზაციის პრობლემა შეექმნებათ ფერმერებს, სახელმწიფო მზად არის, საკითხის მოგვარებაში მყისიერად ჩაერთოს.

„ახლა მარცვლეულის, ხილის და მრავალწლიანი კულტურის აღება მიმდინარეობს, ინტენსიურ რეჟიმში ვართ. ატმის რეალიზაციის პრობლემა როგორც ვიცი არ არის, თუმცა თუ რამე საკითხი მოუგვარებელია მზად ვართ, დაგეხმაროთ. წინ გველოდება რთველი, რომელიც ყველაზე მასშტაბური კამპანიაა ამ რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს აგროტურიზმი, ღვინის და კულინარიული ტურიზმი ძალიან განვითარდა და კახეთი ამ თვალსაზრისით საკმაოდ მოთხოვნადია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments