“ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები გავათრიოთ”

ვასაძებიზნესმენმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ  ხვალ 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, რათა წესრიგი დაამყარონ და „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი ღირსების მარში არ გაიმართოს.

„ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს.

მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები სხვენში გვიდევს. რადგანაც შსს-მ გამოაცხადა, რომ ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარებულიყო, ვისაუბრეთ ამის შესახებ, ჩვენ ვთქვით, რომ მამაკაცები იქ მივალთ შიშველი ხელებით. ღმერთმა ნუ ქნას და შსს თუ გადაწყვეტს, დაგვჩაგროს და დაიცვას ეს უბედურება, მაშინ ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცით, იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები, ჩვენ, ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, „რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკავებს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, ე.ი. უწყებას უნდა, რომ პრაიდი ჩატარდეს“.

„მინდა, ვუთხრა მათ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი და დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ, იქნება პირველ რიგში, მათი პასუხისმგებლობა. ამასთან, მინდა, მოვუწოდო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გარკვეული იქნება უცხოური ძალების როლი მიმდინარე არეულობის ინსპირირებაში. არ მაინტერესებს რუსი დეპუტატი გავრილოვი იქნება, ამერიკელი მეთიუ ბრაიზა თუ ბებიამისი, თუ ვიღაც დურგალი კარპენტერი, ყველა ის უცხოელი, ვინც პოლიტიკოსია, ანალიტიკოსია თუ დეპუტატი, ვისაც ამ არეულობის გამოწვევაში ხელი ურევია, აუცილებლად უნდა წარდგეს ქართული კანონმდებლობის წინაშე და აგოს პასუხი.

ჩვენს ქვეყანას, გაწვალებულს, დამარცხებულს, გაყოფილს, ვალებში, უმუშევრობაში, განათლების სისტემის ნგრევაში, ნარკომანიაში ჩახრჩობილს გეგონება მეტი პრობლემა არ აქვს, გარდა ამ მაიმუნების ტინგიცობის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას.

მინდა, გავაფრთხილო ყველა, ვისაც არ აქვს ჯერ გაცნობიერებული, რამხელა საფრთხე არის ქვეყანაში ასეთი ღონისძიების ჩატარება გეოპოლიტიკური, რეპუტაციული, იდეოლოგიური თვალსაზრისით. ძალიან გთხოვთ, არავინ არავის არსად არ ექაჩება, ნურავინ ნურავის განიკითხავს, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი სინდისის, ოჯახური აღზრდის, მსოფლმხედველობის შესაბამისად და განერიდეთ ამ ინსპირირებულ პროვოკაციას და ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments