“გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა!”

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ვერის ბაღიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. მსვლელობაში მონაწილეობენ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ – საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“,  გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძის აზრით, სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის იმის ძირითადი წყარო, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ამიტომ ლიბერალიზმი აღარ უნდა იყოს ქვეყნის წამყვანი იდეოლოგია. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ  სწორედ ლიბერალური პოლიტიკაა მეორე მტერი, ქვეყნის პირველი მტერი კი რუსული ოკუპაციაა.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგები  დღეს 06:30 საათიდან კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, რათა პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მეცათ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე პრაიდის ჩატარების გასაპროტესტებლად  შეიკრიბნენ  სასულიერო პირებიც და  მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისის გადახდას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ღირსების მარში“ შსს–სთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.

image_pdfimage_print

Comments

comments