„პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს”

Картинки по запросу ლევან ვასაძე აქციაზეამ წუთებში რუსთაველის აქციაზე ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც მე-19 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არიან შეკრებილები.

პარლამენტის წინ კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. მათ ეს ტერიტორია დილიდან დაიკავეს. ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ავტობუსები ჰყოფს.

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს. სავარაუდოდ, დაპირისპირება იმას მოჰყვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციას ანტისაოკუპაციო აქციიდან რამდენიმე წევრი შეუერთდა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და დადოს პირობა, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი.

„მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments