ჯონდი ბაღათურია: “ხალხს მობეზრდა „ნაცები“, „ევრონაცები“ და „ქოცებიც“”

Картинки по запросу ჯონდი ბაღათურია„ქართული დასის“ ლიდერის  ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ხალხს ყელში ამოუვიდა ჭიაკოკონობა და ჭინკების მანჭვა–გრეხვა, რასაც აქ ეწევა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მასთან შეხმატკბილებული „ქართული ოცნება“.

„ქართულ საზოგადოებას მობეზრდა ის ჭიაკოკონობა, რაც ამ ბოროტმადიდებელ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ გამართული. ცდილობენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპირონ, როგორმე სისხლი დაღვარონ და მერე ამ დაღვრილ სისხლზე ძალაუფლება აიღონ უკანონოდ ხელში, შეატაკონ საქართველო რუსეთს და მძიმე მდგომაროებაში ჩააგდონ ხალხი და ქვეყანა. ხალხს მობეზრდა „ნაცები“, „ევრინაცები“ და „ქოცებიც“.

ჩვენ დღეიდან გადავწყვიტეთ, რომ აქ გავმართოთ პერმანენტული აქციები. აქ საუბარი აღარ არის პრაიდებსა და სამარცხვინო რაღაც „გეი ფესტივალებზე“, აქ დგას საკითხი ძალიან მარტივად, ხალხს ყელში ამოუვიდა ჭიაკოკონობა და ჭინკების მანჭვა–გრეხვა, რასაც აქ ეწევა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მასთან შეხმატკბილებული „ქართული ოცნება“. იქით მხარეს დგანან პროვოკატორები. ჩვენ არ დაუშვებთ პროვოკაციას, რადგან ხელისუფლება იჩენს უუნარობას და უსუსურობას, ხალხი გამივიდა იმისთვის, რომ განაცხადონ, ეს ქვეყანა ჩვენია და თუ ისინი ვერ მართავენ პროცესს, მაშინ ჩვენ ავიღებთ პროცესის მართვას ხელში“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე.

image_pdfimage_print

Comments

comments