ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა

            22 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა  გაიმართება .

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 80–მდე ნამუშევარი, რომელთაც ჟანრული დიაპაზონის გარდა შესრულების მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური მხატვრული მანერა გამოარჩევს.

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს.  მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა. მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს, როგორც მხატვარს ისე გაიცნობს.

გამოფენა   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის  და საქართველოს ეროვნული მუზეუმის  ძალისხმევით  მოეწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

image_pdfimage_print

Comments

comments