დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება

Картинки по запросу ზალკალიანისაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ მინისტრმა  “იმედის” გადაცემა  „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. 

მინისტრი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე ამბობს, რომ ეს იყო სწორი პოზიცია. მისი თქმით, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს მდგომარეობაში, საიდანაც ამოსვლა გაუჭირდება.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მილიონობით ჩვენმა მოქალაქემ საკუთარ თავზე არ იწვნიოს მძიმე ეკონომიკური შედეგები.

მთავრობას, რა თქმა უნდა, აქვს ამაზე კონკრეტული გეგმა, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მთავრობის ცალკეული ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან კერძო კომპანიებს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, უშალოდშეეხოს ეს პრობლემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევუმსუბუქოთ მათ ეს მძიმე ტვირთი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს, რასაც  ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ხსნის.  რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ანტირუსულ განწყობებს ავრცელებს ისეთი ხალხი, რომელმაც ისტორია არ იცის და ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს.

 

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments