პრემიერმა ქობულეთს განახლებული სანაპირო დაათვალიერა

..ქობულეთში დასრულდა  1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენა.

განახლებული სანაპირო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერი სანაპიროზე მაშველებსა და დამსვენებლებს გაესაუბრა, რომლებიც დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლებენ.

„დასრულდა ორ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ამავდროულად მოიცავდა ბულვარის გაკეთებას. 15 სექტემბრიდან ჩვენ განვაახლებთ სამუშაოებს და მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, ავამაღლოთ ქობულეთის ტურისტული პოტენციალი. ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა ხორციელდება. მიუხედავად იმ გამოწვევებისა რაც გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რომ არც ერთი პროექტი და ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის არ შეჩერდეს. ივნისი იყო განსაკუთრებით წარმატებული. დაახლოებით 40 %–იანი ზრდა გვქონდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება.

image_pdfimage_print

Comments

comments