კახელი მეღვინეები „რუსთავი 2“-თან აქციას მართავენ

კახელი მეღვინეები თბილისში ჩამოვიდნენ და   სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მართავენ საპროტესტო აქციას –  ამ ფორმით კომპანიის გენერალური დირექტორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმ სიტყვების გამო, რომელიც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში ქართულ ღვინოსთან და მინერალურ წყალთან დაკავშირებით თქვა.

აქციის გამო ტელეკომპანიის შენობის მიმდებარედ, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები

მანამდე აქცია მეღვინეებმა და მევენახეებმა გომბორზე გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანაიასთან სწორედ გვარამიას ბოდიშის მოსასმენად მივიდნენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში ქართული ღვინო და მინერალური წყალი უდიერად მოიხსენა და ფერმერებს უხამსი სიტყვებით მიამრთა.

image_pdfimage_print

Comments

comments