ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

Похожее изображениеსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. 

განსაკუთრებულად ვლაქერნობას დღეს ზუგდიდში აღნიშნავენ, სადაც მორწმუნეები საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც ჩამოდიან. ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments