“ოსი ელჩების მისიას სანქტ–პეტერბურგში 270 წელი უსრულდება, საქართველოს ნაწილი არ ვიქნებით”

Картинки по запросу Дмитрий Медоевოკუპირებული ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობის განცხადებით,  ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღარასდროს დაბრუნდება.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევმის თქმით ,  ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოში მათ დაანახა, რომ საბჭოთა ხალხისთვის „მზიური საქართველო“ აღარ არსებობს.

“ის 1990 წელს დამთავრდა, როდესაც ხელისუფლებაში ახალი ქართველი ნაციონალისტები მივიდნენ. სტერეოტიპი, სახელწოდებით “მზიური საქართველო”, რომელსაც საბჭოთა კავშირის და ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეებიც იყენებდნენ, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია. ქართული სტუმართმოყვარეობის მითიც, რომელიც საბჭოთა კინემატოგრაფმა შექმნა, დამსხვრეულია. სკეპტიკოსებისთვისაც კი საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი. ნაცისტებისა და ჩვენი გზები გაყრილია“, – აღნიშნა მედოევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

მედოევის თქმით, რუსეთთან კავშირი ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ არჩევანს ღრმა იატორიული ფესვები გააჩნაია.

“წელს  ოსი ელჩების  პირველ მისიას სანქტ–პეტერბურგში 270 წელი უსრულდება, ზუსტად მაშინ დაედო საფუძველი რუსულ–ოსურ ურთიერთობას.”– აღნიშნა დიმიტრი მედოევმა.

image_pdfimage_print

Comments

comments