თურქეთი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს რუსეთთან ერთად აწარმოებს?

ერდოღანითურქეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების რუსეთთან ერთად წარმოება სურს.

„ახლა ჩვენს მიზანს რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთში რუსეთისგან შეძენილი „ეს-400“-ის სისტემების განთავსება 12 ივლისს დაიწყო. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან შეძენილი ანტისარაკეტო სისტემების თურქეთში ჩატანა 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ანკარაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით ცხრა თვითმფრინავი ჩაფრინდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments