მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდასაქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

ასეულის პირად შემადგენლობას სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაური მაიორი ნიკოლოზ ვაშაყმაძე დახვდნენ.

III ქვეითი ბრიგადის ასეული ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის ასეულისგან რამდენიმე დღეში უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთვება.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან ლევან ენდელაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა სამთვიანი სწავლება საქართველოში, ხოლო ხუთთვიანი საბრძოლო მომზადება გერმანიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

image_pdfimage_print

Comments

comments