საოცარი ესტაკადა ჩინეთში – მძღოლების კოშმარი [ვიდეო]

Картинки по запросу эстакада в Китае в Гуйянеჩინელებს ძალზე უყვართ რთული და ჩახლართული გზები, გზაჯვარედინები და ესტაკადები. ამჯერედაც მათ მორიგი თავსატეხი შექმნეს, რომელმაც უმალვე მიიზიდა  ცნობისმოყვარე ტურისტების ყურადღება.

ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთის ქ.გუიანში ახალი, მრავალფუნქციური ესტაკადა მოეწყო, რომელიც ამერიკულ სასრიალოს უფრო ჰგავს.

ხუთდონიანი ესტაკადა 11 პანდუსიდან შედგება, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიემართება. ესტაკადის ქვემოთ  რეკრეაციული პარკია მოწყობილი.

ესტაკადა მრავალი მძღოლისთვის უკვე კოშმარად იქცა, მათი თქმით  გზაზე  ორიენტაცია GPS-ნავიგატორითაც რთულია. ადგილობრივი ჩინოსნები კი ირწმუნებიან, რომ ესტაკადაზე მარავალი მანიშნებელია, რაც საჭირო მიმართულების შერჩევას აადვილებს.

image_pdfimage_print

Comments

comments