სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის აღება უკვე იუსტიციის სახლში არის შესაძლებელი

shtamp, შტამპი, ბეჭედიშინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი სერვისი  – დღეიდან  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ ცნობის აღება უკვე იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული სერვისი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.

„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შსს–ს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.

სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს; ერთ სამუშაო დღეში – 45 ლარს.

იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების გაცემა 2017 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი – „ცნობა ნასამართლობის შესახებ“ რომლითაც დღემდე, იუსტიციის სახლის მეშვეობით, 42 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა.

image_pdfimage_print

Comments

comments