ჩინეთში კორუპციის გამო 250 000–ზე მეტი ჩინოსანი დასაჯეს

Похожее изображение2019 წლის პირველ ნახევარში ჩინეთში კორუპციისა და დისციპლინის დარღვევის გამო 254 ათასი ჩინოსანი დასაჯეს, მათ შორის მაღალჩინოსნებიც იყვნენ.

ჩინეთის ხელისუფლების აზრით, კორუპცია ქვეყნის განვითარების გზაზე ყველაზე მთავარი წინაღობეა, ამიტომ ამგვარ სამართალდარღვევებს აქტიურად  ებრძვიან.  ოფიციალურ პეკინში მიაჩნიათ, რომ მკაცრი ზომები სიღარიბის დაძლევასა და საშუალო ფენის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაკონტროლებელ  ორგანოებში 1,6 მილიონი საჩივარი  შევიდა, სამართალდამცავებმა 168 ათასზე მეტი გაფრთხილება გასცეს და 351 ათასზე მეტი საქმე აღძრეს.

რაც შეეხება გასულ წელს,  კორუპციის ბრალდებით 620 ათასი ადამიანი დაისაჯა, აქედან 50 – სხვადასხვა  სამინისტროს მაღალჩინოსანი.

კორუპციასთან აქტიური ბრძოლა ჩინეთში სი ძინპინის სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო – მისი მმართველობის დროს კორუპციისთვის 1,5 მილიონი ჩინოსანი დაისაჯა.

 

anticorr.media

image_pdfimage_print

Comments

comments