“ბერმა უფსკრულს ჯვარი გადასახა და ნაბიჯი გადადგა” – კავკასიის მთებში საბჭოთა დროს მომხდარი სასწაული

Похожее изображение“1960–იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვის დროს „კგბ“ ჯარის დახმარებით  გეგმიურად ამოწმებდა  კავკასიის მთებს, იჭერდნენ ყველას, ვინც იქ საბჭოთა მთავრობას აფარებდა თავს. განსაკუთრებულად ავიწროვებდნენ ბერებს და გამოსასწორებელ ბანაკებში აგზავნიდნენ. 60–იან  წლებში მოქმედი ოფიცერი, პარტიული და მსხვილი სავერტმფრენო დანაყოფის მეთაური ვიყავი, მთაში ფრენის დიდი გამოცდილება მქონდა.

კავკასიის მთებში თვითმფრინავიდან ბერების ჯგუფისთვის თვალთვალი დამავალეს. ვხედავდი, რომ მთაზე 11 შავოსანი ბერი ადიოდა, მათ ფეხდაფეხ ჯარისკაცები მიჰყვებოდნენ. სიტუაცია შევაფასე და მოვახსენე:

–  მიწა! ჰაერი ვარ. ბერები მთის მწვერვალზე მიემართებიან! ნელ–ნელა ალყა შემოარტყით. მწვერვალის იქით უფსკრულია, სხვა გზა არ აქვთ და ავიყვანთ.

– ჰაერი!  მიწა ვარ, გასაგებია, კავშირის დასასრული.

ორი დღე და ორი ღამე ამ ბერებს ვუდარაჯეთ და აი, ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. არ ვიცოდი, რა ბედი ელოდა ბერებს დაკავების შემდეგ და არც მაინტერესებდა. მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი.

ამ დროს ბერები მწვერვალზე ავიდნენ. ქვემოდან უკვე ჯარისკაცები სამძებრო ძაღლებით ავიწროვებდნენ, წინ კი უკიდეგანო  ციცაბო  უფსკრული იყო. მდგომარეობა გამოუვალი იყო.

წრე შემოვარტყი და უშუალოდ ბერების  თავზე შევჩერდი. პროპელერისგან წარმოქმნილი ქარი თმასა და სამოსს უფრიალებდათ. მათ სახეზე სასოწარკვეთა ემჩნეოდათ. ხაფანგში მოქცეულ მგლებს ჰგავდნენ. სასიგნალო შუქები მივანათე, რათა მენიშნებინა, რომ ყველაფერი დასრულდა. ჯარიკსაცებიც გვიახლოვდებოდნენ…

უცებ ქვემოთ რაღაც უცნაური ამბები დატრიალდა. ბერებმა წრე შეკრეს, ერთმანეთს  ხელი ჩაჰკიდეს და მუხლი მოიყარეს. ლოცვა დაიწყეს. შემდეგ ყველა ერთად ადგა და ხრამთან მივიდა. „ნუთუ  გადახტებიან? ეს ხომ უეჭველი სიკვდილია! ნუთუ თვითმკვლელობა გადაწყვიტეს?“– გავიფიქრე  და რაციას ვტაცე ხელი:

– მიწა!მიწა! ახლოს არ მოხვიდეთ, გადახტომას აპირებენ! უფსკრულის პირას დგანან!

– ჰაერი! მიწა ვარ! ხუთ წუთი დაველოდებით და გავაგრძელებთ შეტევას. დრო არ გვაქვს – მალე დაბნელდება.

– გასაგებია.

ბერებისთვის თვალი არ მომიშორებია. ერთ–ერთმა, შუაში მდგომმა, ორი კვერთხი აიღო, გადააჯვარედინა და სამჯერ აუჩქარებლად ჯვარი გადასახა უფსკრულს. შემდეგ ნაბიჯი გადადგა! მაგრამ ძირს არ ჩავარდნილა, არამედ სასწაულებრივად ჰაერში იყო გამოკიდებული.  თმა ყალყზე დამიდგა. ზემოდან ნათალად ვხედავდი, რომ ბერი მიწაზე კი არა, ჰაერში იდგა. შემდეგ ნელ–ნელა გადადგა ნაბიჯები და როგორც ბილიკზე, ისე გაიარა.  არ გადაჩეხილა უფსკრულში! როგორ?! მას გაყვნენ დანარჩენი ბერებიც, ერთი მეორეს მიყოლებით მიაბიჯებდნენ ჰაერში. მშვიდად ავიდნენ ზევით და ღრუბელში მიიმალნენ… გაქრნენ…

ნანახისგან ისე დავიბენი, რომ ვერტმფრენის მართვაზე კონტროლი დავკარგე. გონს რომ მოვეგე, კურსი გამოვასწორე და მინდორზე დავეშვი.

20 წუთის შემდეგ ჯარისკაცები მომცვივდნენ, მე კი კაბინაში ვიჯექი და ნანახისთვის ლოგიკურ ახნას ვეძებდი.

– მეთაურო, სად არიან ბერები? სად წავიდნენ? მწვერვალზე ვიყავით, მაგრამ იქ არ დაგვხდნენ.

–ისინი…ისინი ზეცაში წავიდნენ.

ექომ ჯარისკაცების სიცილის ხმა მთებს მოსდო.

***

განრისხებული პოლკოვნიკი ოთახში ადგილს ვერ პოულობდა:

– ინებეთ და ამიხსენით, სად გაქრნენ ბერები, რომლებსაც 2 დღე–ღამე ვუთვალთვალებდით?! და ისიც, თუ როგორ აიყვანეთ ჯარისკაცები ცრუ კვალზე!

– ჩემს ახსნა–განმარტებას მაინც არ დაუჯერებთ, ასე რომ აი ჩემი პარტიული ბილეთი და განცხადება სამსახურიდან გათავისუფელების შესახებ.

მას შემდეგ, რაც თადარიგში გადამიყვანეს, მოვინათლე და მორწმუნე ადამიანი გავხდი.

საოცარნი არიან, უფალო საქმენი შენნი!”

მიროსლავ მანიუკი

image_pdfimage_print

Comments

comments