დიდ ბრიტანეთს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

Картинки по запросу борис джонсонდიდი ბრიტანეთის ახალარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. მთავარი პოსტები ევროსკეპტიკოსებმა მიიღეს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა ექსმინისტრი საჯიდ ჯავადი ფინანსთა მინისტრი იქნება.  Brexit-ის საკითხებში ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ჯონსონმა პრიტი პატელი წარადგინა. თავდაცვის მინისტრი ბენ ვოლასი იქნება.

ლონდონის ყოფილმა მერმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსომა პრემიერის თანამდებობაზე ტერეზა მეი შეცვალა.

23 ივლისს კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის გააკეთეს. ჯონსონის პოზიციაა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის დატოვების არჩევანი იყო ბრიტანელი ხალხის ფუნდამენტური გადაწყვეტილება.  მისი განცხადებით, მას სურს, ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, თუმცა კვლავ მზად არის ხისტი ბრექსიტისთვის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას ირლანდიურ საზღვარზე საკონტროლო პუნქტების გარეშე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

თუმცა მისი თქმით, ლონდონი უნდა იყოს მზად ბრიუსელთან მოლაპარაკებების ხელახლა წარმოებაზე.

„დიახ, იქნება სირთულეები, თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად დააზარალა ბიზნესის ნდობა, არის არა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაზე უარის თქმა“, – განაცხადა ჯონსონმა.

Brexit-ის მოწინააღმდეგეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ბორის ჯონსონის პრემიერობა არ სურდათ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებდა, რომ ბორის ჯონსონის პრემიერობის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.

image_pdfimage_print

Comments

comments