პრემიერმა ჭადრაკში ევროპის პატარა ჩემპიონებს უმასპინძლა

მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს, დავით თათვიძეს და კესარია მგელაძეს უმასპინძლასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – ექვსი წლის დავით თათვიძეს და ცხრა წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.

მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.

„საქართველო არის ჩემპიონების და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების სამშობლო და კესარიას და დათოს მიღწევები სწორედ ამის მაგალითია. განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება.

image_pdfimage_print

Comments

comments