“ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია, მას ციხიდან აუცილებლად გამოვიყვანთ”

Картинки по запросу ვაშაძე„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყების მაგალითად აფასებს.  

პოლიტიკოსმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სულ უფრო იმატებს პოლიტპატიმართა რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გახდა „გამარჯვებული საქართველოს“ და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი“.

„საღამოს ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და არ მიუღია მონაწილეობა. იცავდა კონსტიტუციურ უფლებებს, მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, რომ დაატეროროს ოპოზიცია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი  ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით  გუშინ, 25 ივლისს დააკავეს.

image_pdfimage_print

Comments

comments