ადამიანის და მაიმუნის შეჯვარების ცდებს სოხუმის მაიმუნების საშენში ატარებდნენ ?

Картинки по запросу гибрид человека и обезьяныXX საუკუნის დასაწყისში რუსი მეცნიერი ილია ივანოვი ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების ცდებს ატარებდა. ის სოხუმის  მაიმუნების საშენში მუშაობდა, შემეგ დასავლეთ აფრიკაში წავიდა. საბოლო ჯამში, ოფიციალურად  აღიარეს, რომ მეცნიერის ცდები წარუმატებელი აღმოჩნდა.

თუმცა ზოგიერთი ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს.

1930–იან წლებში  აფხაზეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა უჩვეულო არსების – ნახევრად ადამიანის  ნახევრად მამიმუნის გამოჩენამ შეაშინა. არსება აგრესიას არ ავლენდა, ადამიანებს არ ეტანებოდა, მაგრამ ყველას აშინებდა მისი ძლიერი აღნაგობა და ველური გამოხედვა.

Похожее изображение
ილია ივანოვი

მას ძირითადად მწყემსები და მოადირეები აწყდებოდნენ, მეტწილად წყლის პირას, სადც ჩაცუცქული, ან საკუთარ ანარეკლს უყურებდა ან მთის კალმახს იჭერდა. 1948 წელს პაპაჩემი აფხაზეთშ, ნათესავების ქორწილში იყო, სადაც ერთმა მოხუცმა მწყემსმა შემდეგი ამბავი მოუყვა:

„როდესაც ჩანჩქერთან მივედი, წყალთან შიშველი ადამიანი დავინახე, თეძოებზე  ცხვრის ჭუჭყიანი ტყავი ჰქონდა შემოკრული. აფხაზურად მივესალმე და მოტრიალდა. ეს ადამიანი კი არ იყო, არამედ  უცნაური არსება მაიმუნის სახით , ოდნავ მოკუზული.

ძალიან საშინელი თველები ჰქონდა, ბოროტი…ამ შეხვედრამ პირველი ჭაღარა გამიჩინა, მანამდე არცერთი თეთრი თმა არ მქონდა, იმ წუთას კი მთელი თმის ზოლი გამითეთრდა. დიდხანს ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით.

შემდეგ ჩემი სამი მეცხვარე ძაღლი მოვარდა და ყეფით გაეკიდნენ უცნობ არსებას. არასდროს მინახავს, ადამიანს თუ  ასე სრაფად შეეძლო  სირბილი. ელვის სისწრაფით ბილიკს ზევით აუყვა,  ძაღლები ვერ დაედევნენ. სამი დღის შემდეგ ამ ველურმა შური იძია –  ჯერ ერთი თხა მომპარა, მერე კიდევ ერთი. ალბათ კიდევ მომპარავადა თხებს, მაგრამ ჩვენს რაიონში სანადიროდ პარტიული ხელმძღვანელების ჯგუფი ჩამოვიდა. მათ ამ არსების მოძებნა გადაწყვიტეს და მიაგნეს კიდეც. თუმცა, ვერც მოკვლა  ვერც დაჭრა მოახერხეს. ერთერთი პარტიული მუშაკი  კი სამუდამოდ ენაბლუ დარჩა.

თურმე, თავს რომ იცავდა ის ველური, მონადირეს ეძგერა, თოფი წაართვა,  ადვილად გადაღუნა ლულა და კონდახი მუხლზე გადატეხა. ამის დანახვაზე ის პარტიული ჩინოსანი ენაბლუ გახდა. მაიმუნის მსგავსი არსება კი სადაღაც გაიქცა, მას შემდეგ არც შემხვედრია, და არც რამე გამიგონია მის შესახებ“. – დაასრულა თავისი მონაყოლი აფხაზმა მწყემსმა.

აფხაზ მამაკაცებს არ უყვართ იმის შესახებ მოყოლა, რომ შიში განიცადეს, მაგრამ, როგორც ჩანს საქორწილო სუფრასთან შეზახორშებულ მწყემსს საუბრის სურვილი გაუჩნდა.

1974 წ. აფხაზეთის ასსრ, სოხუმის მაიმუნების საშენი

შესაძლოა,  ილია ივანოვის ერთერთმა „პაციენტმა“ მოახერხა გაქცევა ლაბორატორიიდან და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მითუმეტეს, რომ აფხაზეთის რბილი კლიმატი ამის საშუალებას იძლევა. ველური არსების შეხახებ 1960–იანი წლებიდან არაფერი ისმის, სავარუდოდ დაბერდა და გარდაიცვალა.

პროფესორი ივანოვი ერთერთ წერილში წერადა:

„ჰიბრიდული ადამიანი  დაბადებიდანვე სწრაფად იზრდება, 3–4 წლისთვის  არაჩვეულებრივ  ფიზიკურ ძალას იძენს, ნაკლებად მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ, საკვების მხრივ ჭირვეული არაა. ასთი ადამიანის გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა – მაღაროში მუშაობიდან სამხედრო სამსახურამდე“.

ვინ იცის, იქნებ მართლა შეძლო ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა?

sozero.livejournal.com

image_pdfimage_print

Comments

comments