ლადო ჭინჭარაულის წარმატება პარამსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე

პარამსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლადო ჭინჭარაულმა წარმატებით იასპარეზახორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე პარამსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე დღეს საკმაოდ წარმატებით გამოვიდა ლადო ჭინჭარაული.

ფინალამდე მას სულ მცირე – 0.4 დააკლდა. ქართველმა პარამსროლელმა პნევმატური თოფით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 625.6 ქულით დაასრულა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე (104.3; 104.2; 104.5; 104.2; 104.7; 103.7) გავიდა. ფინალში გამსვლელი ქულა 626.0 აღმოჩნდა.

ჭინჭარაულმა ცოტა ხნის წინ ამერიკის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქტომბერში ის ავსტრალიაშიც პარამსროლელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა, სადაც ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების ლიცენზიები გაიცემა.

ოსიეკში კი მსოფლიოს თასის მფლობელი ახალზელანდიელი მიხაელ იონსონი გახდა 252.5 ქულით. მეორე-მესამე ადგილები უკრაინელებმა გაინაწილეს, შესაბამისად, ვასილ კოვალჩუკმა 251. 9-ით და ვიტალი პლაკუშჩიმ – 230.0-ით.

image_pdfimage_print

Comments

comments