“თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში დარჩებით ქუჩაში”

გიორგი გახარია პარლამენტში  პრემიერ– მინისტრობის კანდიდატის და მინისტრების კანიდადტებს  მოსმენა მიმდინარეობს . გიორგი გახარიას თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნია.

„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე – ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება.

ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი.

თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ  დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყოველდღე უნდა ამხილონ.

„სინამდვილეში რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ყოველდღე ვამხილოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი აქ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, ისხდნენ და საათებით ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს გამოეყენებინათ პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ამის საშუალება არ უნდ მივცეთ, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments