"ივანიშვილის ამოცანაა გაანეიტრალოს ყველა პოლიტიკური ოპონენტი"


Картинки по запросу სამადაშვილი„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის აზრით,  გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად   ივანიშვილის მხრიდან ფაქტობრივად ომის გამოცხადებაა დემოკრატიული პროცესისთვის და ქართველი ხალხისთვის.

“ერთი რამ არის ნათელი, საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილი ეცდება, რომ რეპრესიული პოლიტიკის გატარებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაშინ როდესაც ეკონომიკური ვითარება უახლოეს პერიოდში სამწუხაროდ მხოლოდ გართულდება. სწორედ ამიტომ, გახარიას დანიშვნა არ არის გამოწვევა მხოლოდ ოპოზიციისთვის, ეს არის გამოწვევა ჩვენი მომავლისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში, რადგან სწორედ ევროკავშირი და ნატო, ეს არის დემოკრატიული ქვეყნების განვითარება.

როგორც ჩანს, ივანიშვილმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს დემოკრატიულ სამყაროს. ივანიშვილის ამოცანა დღეს არის, რომ გაანეიტრალოს ყველა პოლიტიკური ოპონენტი. დასრულებით ივანიშვილი დაემუქრა არა ოპოზიციის ლიდერებს, არამედ ფაქტობრივად 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ფაქტობრივად მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.