ნოდარ ხადური გარდაიცვალა

1423727844_nodar-xaduri49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან კი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც აშშ-ში, შვედეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანშია გამოქვეყნებული.

ნოდარ ხადურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

image_pdfimage_print

Comments

comments