ჩეხეთის პრეზიდენტი კოსოვოს აღიარების გაუქმებას აპირებს

ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს კოსოვოს აღიარების უკან წაღება სურს.

„ ჩემი აზრით, სახელმწიფო, რომლის  სათავეში სამხედრო დამნაშავები დგანან, ვერ იქნება დემოკრატიული  სახელმწიფოების საკავშიროს წევრი.  მოვიწვევ  კონსტიტუციონალისტებს შეხვედრაზე და გავარკვევ, შეიძლება თუ არა კოსოვოს აღიარების გაუქმება. მოხარული ვარ, რომ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა  ლუბომირ მეტნარმა აღნიშნა, რომ კოსოვოს აღიარება შეცდომა იყო“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

საპასუხოდ კოსოვოს მთავრობამ პრაღაში დაგეგმილ ვიშეგრადის ოთხეულისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მას დამოუკიდბელ სახელმწიფოდ ევროკავშირის 23 წევრი აღიარებს.

ct24.ceskatelevize.cz

image_pdfimage_print

Comments

comments