“მადლობა ყველა იმ პოლიტიკოსს, პრობლემები რომ შეგვიქმნეს, გავახილე თვალი და ვთქვი, ასე ვერ გავაგრძელებ”

Картинки по запросу მამუკა ხაზარაძე„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის  “ლელო”–ს   პრეზენტაცია გამართა.

მამუკა ხაზარაძის თქმით,  ის ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ. მისი განცხადებით, მან მეგობრებთან ერთად შექმნა 10 ათასი სამუშაო ადგილი, ქვეყანაში შემოიტანა მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია, გადაიხადეს და იხდიან ასეულობით მილიონი ლარის გადასახადს ბიუჯეტში და ეს შექმნეს „იმ რთულ ვითარებაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია“.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დღეს საჭირო არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც თავიანთ სფეროებში წარმატების ფორმულა იციან.

„ჩვენ არავის ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში, ჩვენ უბრალოდ გვიყვარს სამშობლო. ეს არის მთავარი. დღეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როცა სანთლით უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებმაც წარმატების ფორმულა იციან თავიანთ სფეროებში.

მიუხედავად ამ 10 ათას კაციანი გუნდის წარმატებისა, მივხვდი, რომ ნაპირი გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, არასწორი პოლიტიკის გამო, არასწორი განათლების გამო, არასწორი ჯანმრთელობის სისტემის გამო, არასწორი მიზნების დასახვის გამო, რომლებსაც ჩვენი პოლიტიკოსები სხვადასხვა დროს თავზე გვახვევდნენ. ეს ნაპირი გაიზარდა. ჩვენ აქეთ აღმოვჩნდით და აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებული არიან.

მე მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებ. შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომლებმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს, რადგან მე გავახილე თვალი და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ, ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს. არ მინდა, ნაპირის ერთ მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა.

არა, მე მინდა, ახლა ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის და გამოვიყენოთ ჩემი გამოცდილება, ის, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ჩვენი გამოცდილება, როგორ უნდა შეიქმნას პერსპექტივა ადამიანებისთვის, რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, ყველა ნიჭიერი ქართველი, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება.

ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს უკან დაბრუნებას, ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ, წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments