პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა

გიორგი გახარია გუბერნატორებს - აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად, კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონებში მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს აგვარებს ან ვერ აგვარებს და ამიტომ ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება.

„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება.

უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებური საქმეები, შემდგომ კი – პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა – პრობლემების შექმნა“, – მიმართა გიორგი გახარიამ გუბერნატორებს.

მთავრობის მეთაურისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments