საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა უმეტესობა15-29 წლისაა

Картинки по запросу мобильные телефоныსაინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8 % ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 4.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 88.8 და 78.9  % შეადგინა.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 92.8-მა %-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 60.8-მა%-მა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 58.7 %-ს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში – 63.1 %-ს. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით – საქალაქო დასახლებებში 72.0%,  ხოლო სასოფლო დასახლებებში – 44.3 %. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 84.7 %  შეადგინა.

ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის კომპიუტერის მომხმარებელთა 80.1 %  კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.9%  – კვირაში ერთხელ მაინც, თუმცა არა ყოველდღე, 7.0% კი – უფრო იშვიათად.

image_pdfimage_print

Comments

comments