საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა, ინფლაცია წლის ბოლოს 5.4 % –ს შეადგენს

Похожее изображениеსაქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 2 ლარით გაიზარდა და 189.2 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმი იანვრიდან კი (178.6) 10.6 ლარითაა გაზრდილი.

საქსტატის გათვლებით აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 1.7 ლარით გაიზარდა და 167.5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი გაზრდილია 3.4 ლარით და 317.3 ლარია.

ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი მაისში 268.1 ლარია. ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 11 026.3 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 3.8%-ით.

საქსტატის ცნობით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • ტრანსპორტი – 17.9 %,
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 16.9%,
  • სასტუმროები და რესტორნები – 14.1%,
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 11.5 %,
  • კავშირგაბმულობა – 10.8 %,
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 9.3 %,
  • ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 7.4 %,
  • სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 5.2%,
  • საფინანსო საქმიანობა – 4.3%,
  • სახელმწიფო მმართველობა – 3.0%,
  • სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა-მეთევზეობა – 2.1%.

ამასთან, კლება დაფიქსირდა განათლებაში – 7.9 %, სამთომოპოვებით მრეწველობაში – 7.7 %, მშენებლობაში – 4.6 %, დამამუშავებელ მრეწველობაში – 4.5 %.

Картинки по запросу прожиточный минимум

ასევე, საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა – 16.8 % და მრეწველობა – 16.4 %.  შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 10.9 %, მშენებლობა – 8.8 %, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა – 8.4 %, სახელმწიფო მმართველობა – 7.8 %, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 7.4%.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ძალაში ტოვებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 % იქნება. ამის შესახებ ფონდის მიერ საქართველოში მისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია საუბარი.

„საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი კვლავ მდგრადია. მიუხედავად შედარებით ნაკლებად მხარდამჭერი ეკონომიკური გარემოსი, 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობა დაგეგმილზე პოზიტიური იყო – დაახლოებით 5%-ის  ფარგლებში. აგვისტოს მონაცემებით, გაზრდილი ინფლაცია (წლიური 4.9 %) გამოწვეულია აქციზის გადასახადის ზრდით, სურსათზე გაზრდილი ფასებითა და ლარის გაუფასურებით“, – განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

ფონდის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 5.4 % იქნება. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება და 6%–ს  შეადგენს.

image_pdfimage_print

Comments

comments