თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის შემთხვევებით სამეგრელო ლიდერობს

Картинки по запросу გიორგი ბახტურიძესაქართველოში თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის შემთხვევები ძირითადად სამეგრელოს რეგიონში ფიქსირდება, – ამის შესახებ საქართველოს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. კვლევა თამბაქოს კონტროლის ალიანსის დაკვეთით მომზადდა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აცხადებს, კვლევა ჩატარდა 2017 და 2018 წლის ნოემბერში, ასევე 2019 წლის აპრილში. მისი თქმით, შეისწავლეს ხუთი რეგიონი – სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი.

„სამეგრელოს გარდა, ყველა რეგიონში ნორმალური მდგომარეობა გვაქვს. გამოკვლევის პირველი ტალღის დროს უკანონო ვაჭრობის შემთხვევები 5 %  იყო, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა უკანონო ნაწარმის, აფხაზურ აქციზიანი იყო.

გამოკვლევის მეორე ტალღის დროს  უკანონო ვაჭრობის  შემთხვევები 14%-მდე  გაიზარდა,  მესამე ტალღაში კი  32%-ს მიაღწია. თუმცა, მთალიანად საქართველოში უკანონო ვაჭრობის შემთხვევები 2-3%-ს არ სცილდება“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისი განმარტებით, ჩამოთვლილ რეგიონებში გაზრდილია გასახვევი თამბაქოს მოხმარებაც.

გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ პარლამენტი უკვე განიხილავს კანონპროექტს თამბაქოს ნედლეულის დაბეგვრის შესახებ და იმედს გამოთქვამს, რომ გადასახადები გასახვევ თამბაქოზეც გაიზრდება.

image_pdfimage_print

Comments

comments