საქართველოდან ექსპორტი 12,4%–ით გაიზარდა

Похожее изображениеსაქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.4 %–ით მეტია.

საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 %–ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 %–ს შეადგენს.

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 %–ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 %–ს შეადგენს.

საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი, ჩინეთი, აშშ და უზბეკეთი.

საექსპორტო საქონელში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორეზე – მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე – ფეროშენადნობები. საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში მედიკამენტები და ღვინო შედის.

image_pdfimage_print

Comments

comments