რუსეთი აფხაზეთის “ჯარს” დააფინანსებს

jari, omi ჯარი, ომირუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება გასცა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ძალების მოდერნიზების ხარჯებს რუსეთი დააფინანსებს. დოკუმენტის ხელმოწერამდე, მოსკოვი და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოლაპარაკებებს გამართავენ.

2016 წლის ნოემბერში რუსეთმა აფხაზეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ საბუთის  თანახმად რუსეთ–აფხაზური ერთობლივი შეიარაღებული ძალები საშიშროებისა ან ომის შემთხვევაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მეთაურს დაექვემდებარებიან.

rbc.ru

 

image_pdfimage_print

Comments

comments