“გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის”

davit-narmaniaaaსემეკ-ის წევრის და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიამ განცხადებით, გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.

გაზგამანაწილებელი კომპანიების განაცხადებს, სემეკ-ი წლის ბოლომდე განიხილავს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას ინფორმაციით, ისინი დადგენილია 2020 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი ცვლილების საჭიროება არ არსებობს.

image_pdfimage_print

Comments

comments