ევროკავშირმა ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა

Картинки по запросу ევროკავშირიევროკავშირმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის შეხვედრის თობაზე  განცხადება გაავრცელა. 

განცხადებაში წერია, რომ აუდიენცია ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად და ყურადღების გასამახვილებლად იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს დაძაბულობა მოქალაქეებზე.

„დიალოგი სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაჭრისთვის მთავარია გასაღებია, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორმა საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, კონსტრუქციულად იმოქმედოს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება სრულად იყოს დაცული.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments