სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

Картинки по запросу soxumis dacemaაფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.

დილიდან გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იკრიბებიან.

„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენც და აფხაზებმაც ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, მათ შორის იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. მშვიდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის და აფხაზებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე კი აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

image_pdfimage_print

Comments

comments