“ცივი, პრაგმატული პოლიტიკაა ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას”

 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу გიორგი გახარიასაქართველოს პრემიერ–მინისტრი იმედს გამოვთქვამს, რომ ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან.

„ცხადია, ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ომი არ არის გამოსავალი. ცივი, პრაგმატული პოლიტიკაა ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments