“ტაქსის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემაზე დაბალი ინტენსივობა იყო”

 áƒ™áƒáƒšáƒáƒ«áƒ”თბილისის მერის თქმით, ტაქსების დაახლოებით 30%–მა ვერ დააკმაყოფილა მინიმალური სტანდარტი, რაც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის.

ტაქსის მომსახურებაში რჩება მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 70-71%. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის.

“პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და დაიწყო მათი დაყოფა A და B კატეგორიებად. როგორც იცით, ტაქსები სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ და სწორედ ამ მიზეზით, მათთვის მუნიციპალიტეტმა ერთი წლის განმავლობაში ამუშავა ვაუჩერის პროგრამა, რაც ითვალისწინებდა ავტომანქანის ფერის უფასოდ შეცვლას და ინტერიერის ქიმიურ წმენდას. ეს ვაუჩერები გამოიყენეს მათ, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. ეს მათი ნება იყო.

მსურველთა ძალიან დაბალი ინტენსივობა დაფიქსირდა ტაქსის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემისას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღება არანაირ ვალდებულებასთან და პირობასთან არ იყო დაკავშირებული. ტაქსის ნებართვის მფლობელს შეეძლო მისულიყო და სრულიად უფასოდ მიეღო ეს ვაუჩერი. ამაზე ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ნებართვის მფლობელებთან, მიდიოდა აქტიური საკომუნიკაციო კამპანია როგორც SMS-ებით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების და მედიის საშუალებით.

საბოლოო ჯამში, რეფორმა შედგა და მინდა მოვუწოდო ნებართვის მფლობელებს, რომ თუ მათ სურვილი აქვთ ქუჩიდან აიყვანონ მგზავრები, უნდა დააკმაყოფილონ A კატეგორიის სტანდარტები, რომელიც დადგენილია მუნიციპალიტეტის მიერ, სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments