ჩეხეთში კარელ გოტის დაკრძალვის დღე გლოვის დღედ გამოცხადდება

Картинки по запросу KArel Gottცნობილი ჩეხი მომღერალი კარელ გოტი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ჩეხეთის ტელევიზია ავრცელებს.

“კარელი ოჯახის წრეში, მშვიდად, ძილში გარდაიცვალა, “– აღნიშნა მომღერლის მეუღლემ ივანამ.

კარელ გოტი ჩეხეთის ერთერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო, მას პოპ-მუსიკის მეფესაც  უწოდებდნენ.

როგორც  ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, კარელ გოტის გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის სევდიანი ამბავია. თაყვანისმცემლები ცნობილ მომღერალთან გამომშვიდობებას  საჯარაო პანაშვიდზე შეძლებენ, დაკრძალვის დღე სახელმწიფო გლოვის დღედ გამოცხადდება.

მომღერალი მწვავე ლეიკემიას 2016 წლიდან ებრძოდა და მკურნალობას პრაღის ერთერთ კლინიკაში გადიოდა.

image_pdfimage_print

Comments

comments