“დაჩქარებული პრივატიზაცია ლარის კურსის გამყარების ერთერთი ბერკეტია”

Картинки по запросу თურნავაეკონომიკური პოლიტიკასა და ლარის კურსზე ისაუბრა დღეს ი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, და აღნიშნა, რომ ლარის კურსის გამყარების  ერთერთი  ბერკეტი დაჩქარებული პრივატიზაცია.

„ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. მე პირადად არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ჩვენ მივაღწიეთ დაჩქარებას უძრავი ქონების პრივატიზების მიმართულებით. 100 მილიონი უკვე ისეთი მიჯნაა, რომელიც მარტივად შესრულდება. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ არსებული საწარმოების პრივატიზებას, აქ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, რადგან აქ ჯერ კიდევ ვერ მოვახდინეთ გარღვევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამაზე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას.

აქვე განვმარტავ, რომ ეს არ შეეხება იმ რამდენიმე სტრატეგიულ საწარმოს, მაგალითად რკინიგზას, ელექტროსისტემას, რომელიც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მათი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ არის ძალიან ბევრი, 1000-მდე სხვა მცირე საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს თავის რეალურ პატრონს. აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

image_pdfimage_print

Comments

comments